„მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალზე“
„მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა, მიზანი არის ის, რასაც აქ დღეს ხედავთ. წვიმის, უამინდობის მიუხედავად ჩვენ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და აი ასეთი ერთიანობით, ასეთი ერთსულოვნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები. ხედავთ ამ საოცარ ადამიანებს, რომლებსაც როგორი პროდუქციაა აქვთ გამოტანილი, ეს ადამიანები უნდა გაიცნოს მთელმა ევროპამ და ჩვენ ამაში მათ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ, შესაბამისად, მიზანი არის ერთი – ერთიანობა და გარდაუვალი გამარჯვება.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ