დაზავდებიან თუ არა ხაბეიშვილი და მელია – სოფო ჯაფარიძისთვის ენმ-ს მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს. ჯაფარიძის თქმით, უმთავრესია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიონ. ჯაფარიძისთვის ფლანგებად დაყოფა პარტიაში მიუღებელია.
მე დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ და შევძლებთ ერთობლივი ძალებით ბრძოლას რუსეთის და ფაშისტური წყობის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თითოეული ეს ადამიანი ჩვენი პარტიისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ტყვეობაში გვყავს მიხეილ სააკაშვილი, პარტიის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი და ტყვეობაშია ქვეყანა. პრობლემა არის ბევრი, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის დალაგება და მოგვარება. ვესაუბრები ყველას და დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის კონსოლიდირება,“ – ამბობს ჯაფარიძე.
“უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე არის მაღალი თანამდებობის პირი. მას ძალიან დიდი გავლენა აქვს უკრაინაში, ის არის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი. ის არის უკრაინის მოქალაქე და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა არასდროს რუსეთის ტყვეობაში საკუთარ მოქალაქეებს არ ტოვებს. მაგრამ აქ ძალიან დიდი როლი უნდა იყოს ჩვენი და ჩვენ ერთად უნდა დავიხსნათ ის ტყვეობიდან, რადგან ეს მართლაც ეროვნული სირცხვილია. მსგავსი პრეცენდენტი არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ პრეზიდენტი ამდენ ხანს იყოს ტყვეობაში,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.