სოფო ჯაფარიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს მათი პარტნიორებისგან და მიუხედავად მისი უკანონო პოლიტიკური პატიმრობისა, ის მიწვეული იყო EPP-ის კონგრესზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე მიწვეული იყო პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირადოსლავ სიკორსკიმ რომის პაპს მიმართა – რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს სამხედროები უკრაინიდან?
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს