სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში ჩავიდა

სოფო ჯაფარიძე სამეგრელოშია. მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხშია. მედიკოსები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევენ.

“ხედავთ, რომ აფხაზეთიდან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი გვერდში დგომა. იცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა და ენგურს მიღმა ჩვენი საქართელოს მოქალაქეები არიან ძალიან მძმე მდგომარეობაში, სრულიად მიტოვებულები.

დღევანდელი დღით არ დასრულება ჩვენი აქცია. მე ვუზრუნველყოფ, რომ მუდმივი კონტაქტი და მუდმივი კომუნიკაცია იყოს ჩვენს ექიმებსა და მათ შორის, იმიტომ, რომ მათ ეს ძალიან სჭირდებათ. დღეს ვართ ჩვენ აქ და მთელი დღის განმავლობაში უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ, – ამბობს ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშირატომ გაჭიანურდა წერეთელზე სამუშაოების დასრულება?
შემდეგი სტატიაბათუმის სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ