„ჩამოვედი ბაჩანა შენგელიასთან ერთად ანაკლიაში, შევხვდი მოსახლეობას. ისინი ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობას, აღმშენებლობას – უპირობოდ უნდა იყოს თავისუფალი.“ – მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ბაჩანა შენგელიასთან ერთად, ანაკლიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.“
სოფო ჯაფარიძის განცხადებით – „გრძელდება ხელმოწერების კამპანია ზუგდიდში. ჩამოვედი ბაჩანა შენგელიასთან ერთად ახლა ანაკლიაში, შევხვდი მოსახლეობას. ისინი აწერენ ხელს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. მათი პოზიცია არის ერთი, რომ ადამიანი რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, ამ ყველაფრის არქიტექტორი და ადამიანი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობას, აღმშენებლობას – უპირობოდ უნდა იყოს თავისუფალი.
შევხვდით უამრავ ადამიანს და ისინი სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს თავისუფალი და მათაც აღნიშნეს, რომ არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აუცილებელია მისი გარეთ ყოფნა! აუცილებელია იმისათვის, რომ აი ხედავთ, რამდენი რამ იყო გაკეთებული 2012 წლამდე, რამდენ რამეს ჩაეყარა საფუძველი და 2012 წლის შემდეგ ამ ყველაფრის ნგრევა და მიწასთან გასწორება ხდება მხოლოდ. ის არის აუცილებელი იმისათვის, რომ ისევ და ისევ აღორძინდეს აქაურობა და გახდეს ეს ადგილი მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი, რასაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა, დაიწყო, ძალიან ბევრ რამეს საფუძველი ჩაუყარა. მაგრამ, შემდეგ ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ ეს ყველაფერი, კიდევ ვიტყვი მიწასთან გაასწორა. ასე რომ გრძელდება კამპანია და ხვალ უკვე, სალომე ზურაბიშვილთან მივიტანთ ასიათასობით ხელმოწერას.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
ბაჩანა შენგელიას განცხადებით – „ვუერთდები კამპანიას, რომლის მიზანია, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მე მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო ტყვე დღევანდელი ხელისუფლების და მიმაჩნია, რომ ვინ ვინ და ეს ხელისუფლება, რომელიც თვითონ უნდა იჯდეს დღეს განსასჯელის სკამზე, არ უნდა ასამართლებდნენ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან ამ ქალაქში, კონკრეტულად ამ ქალაქში აქვს ამ ხელისუფლებას უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, როდესაც ია კერზაიას მოუსწრაფა სიცოცხლე და უამრავი ადამიანი ჰყავს შეწირული და შესაბამისად, უდიდესი უსამართლობაა, როდესაც მათ მიხეილ სააკაშვილი უზით ციხეში. სამი წელი გადის უკვე, რაც ეს ადამიანი არის ტყვეობაში და მე ვფიქრობ, რომ მისი უპირობო გათავისუფლება უნდა მოხდეს და სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, რომ ამ სასამართლომ და ამ ხელისუფლებამ არ უნდა გაასამართლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და მიიღოს ეს გადაწყვეტილება აუცილებლად, ვინაიდან როცა ის ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული გასაღები მას ხელში უჭირავს მიხეილ სააკაშვილის საკნის და ეს უდიდესი სირცხვილია, რაც დღეს მისი პატიმრობით ქვეყანას ადგება, მას შეუძლია, რომ მარტივად დაასრულოს, ამიტომ მე ხელს ვაწერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მოვუწოდებ ამ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს უდიდესი უსამართლობა, რაც დღეს ხდება.“ – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ