სოფო ბათილაშვილი “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია

“რუსთავი 2”-ის მუსიკალური პროექტი, “მხოლოდ ქართული” დასრულდა. პროექტის პოპულარობა უპრეცედენტოდ მაღალი გახლდათ. მუსიკალურ შეჯიბრებაში, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდებოდა, ყოველ ორშაბათს რეკორდული რაოდენობის ზარები შედიოდა.
პირველივე ტურიდან გამოიკვეთა ლიდერი, ეს გახლდათ სოფო ბათილაშვილი, რომლის შესრულებული სიმღერები ყოველ ჯერზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც ჟიურის წევრებზე, ისე მაყურებელზე…

დღევანდელ ლაივზე ოთხმა მონაწილემ სამ ტურში იმღერა, მთლიანობაში პროექტმა 700000 ზარი მიიღო, რაც მუსიკალური კონკურსისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სოფო ბათილაშვილმა მოიგო როგორც ჟიურის, ასევე მაყურებელთა გულები და გამარჯვებაც მოიპოვა, რომელსაც მას მუსიკოსები და ჩვეულებრივი მსმენელი უწინასწარმეტყველებდა.

კონკურსი დასრულდა, თუმცა ტელეარხი უკვე ემზადება “მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონისთვის.

banner
წინა სტატიაშიკალაძემ ის ტერიტორია მოინახულა, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა