სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოს დაცვა გიორგი გოგიას ჩააბარა

“თაიმერის“ ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელად გიორგი გოგია დაინიშნა. ინფორმაცია „თაიმერს“ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუდასტურა.
ეს არის ის სფერო, სადაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, გარღვევა აქვს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ სტრუქტურაში სკანდალურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზედაც „თაიმერი“ ადრე იტყობინებოდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურ გულუა თანამშრომელებს აიძულებდა ერთმანეთის მაკომპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას, რასაც თანამშრომელების უარი მოჰყვა. როგორც წყარო აცხადებს, ასეთი ვიდეოჩანაწერები კეთდებოდა, თუმცა გულუამ თანამშრომლების სრული “დამონება” გადაწყვიტა, რამაც ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოში “აფეთქება” გამოიწვია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიის თანამშრომელებმა აღნიშნული ინფორმაცია ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელს, საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს პაატა ბატიაშვილს მიაწოდეს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ბატიაშვილის თანდასწრებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ბაკურ გულუას ჯერ კაბინეტის კარი აუჭედეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წყაროს თანახმად, მინისტრმა არ დააყოვნა და ბაკურ გულუა, რომელიც ქართულ ოცნებაში “ნაცების” „პორტირებით“ იყო დაკავებული, უვადო შვებულებაში გაუშვა“.

რას გააკეთებს გიორგი გოგია, როგორ შეებრძოლება ბრაკონიერებს და როგორ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ახლა რთული სათქმელია. 

ვირუსის ბლოკატორები