სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ დანელია ლევან დავითაშვილმა შეცვალა.

ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.

ლევან დავითაშვილი დღემდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ოთარ დანელიამ მინისტრის თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

მინისტრის თანამდებობაზე დანელია 2014 წლიდან მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა კიევის “ევროვიზიისათვის” შერჩევას “არასახელმწიფოებრივი აზროვნება” უწოდა
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია და კობა სუბელიანი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ