სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყო

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 15:43

სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყო

პრემიერმინისტრის აპარატის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ახმეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის სოფელ ზოდთან და ჩხაკაურასთან, გორის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო,

მისი განცხადებით, ამ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.

ასევე, ამ სოფლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად გაგრძელდა.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე COVID 19 საქართველოში 2392 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1369 გამოჯანმრთელდა, 19 – გარდაიცვალა.

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2020 15:43