19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

სოფიო სიგუა: იოსებ სიგუას მფარველობენ და მას ელექტრონული სამაჯური არ უნდა მოხსნან

დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც ვიყავი – ჩემი 2 შვილი დაიკითხა, ისეთ მძიმე დანაშაულებია არასრულწლოვანების მიერ აღწერილი, ეს არის შოკი, – ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა.

ის განმარტავს, რომ იოსებ სიგუას მფარველობენ და მას ელექტრონული სამაჯური არ უნდა მოხსნან.

„მას აქვს ზურგიდან მფარველობა, თუმცა დღეს ჭეშმარიტება არის ის, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ჩემი საფრთხე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ [სამაჯურის] მოხსნა მომავალში დიდი დანაშაულის წახალისება არის არა მარტო ჩემს ნაწილში, აქ მარტო ჩემი საკითხი არ წყდება, ახლა ამ რეალობას ძალიან ბევრი ქალი უყურებს. ეს იცით რას ნიშნავს? მათ რომ ახლა მოხსნან ეს სამაჯური, ეს ნიშნავს,რომ ყველა ქალი, როგორც მე 13 წლის მანძილზე ვიყავი ჩუმად, ასევე უნდა იყვნენ ისინიც და ელოდონ, როდის მოკლავენ. დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები ისეთ ტყვეობაში იყვნენ, როგორშიც მე ვიყავი. ჯერჯერობით, კიდევ ერთი პროცესი გველის წინ, ის ასაჩივრებს და ასაჩივრებს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარს ეს პროცესები. არ წყდება მისი საჩივრები ჩემს მიმართ და დედაჩემის მიმართ. იმედს ვიტოვებ, რომ მარტო შსს-ის მაღალჩინოსნები ვერ განაგებენ პრობლემებს, უფრო ზედა ეშელონებიც გვყავს და უნდა იყოს ლოიალური ქალების და ზოგადად, ძალადობის მიმართ ყველა მიდგომა“,-განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

მან განმარტა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილების გამოიკითხნენ, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაულებზე ისაუბრეს.

„მოწმეები არსებობენ. ჩემი არასრულწლოვანი 2 შვილი დაიკითხა. დეტალურად გამოკითხეს ბავშვები, ჩემს გარეშე. მათ ისეთი დეტალები აღწერეს, რომელიც მეც არ მქონდა ნათქვამი. ისეთ მძიმე დანაშაულებია არასრულწლოვანების მიერ აღწერილი, რომ ეს არის შოკი. პროკურატურაში დევს ეს ყველაფერი და ჩანაწერიც არსებობს. ის უტრირებდა იმით, მე თუ ალკოჰოლ ან ნარკოდამოკიდებული ვარ, როგორ შეიძლება ერთი ჯარიმაც არ მქონდესო. როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს, როდესაც პატრულში ვრეკავ 4-ჯერ და პირველ ზარზე თვითონ უკავშირდება ჩემს ადვოკატს და ეუბნება, რომ ზარი გააუქმოს. ვრეკავ ისევ 112-ში და ვეუბნები, საიდან იცის მოძალადემ მე რომ თქვენ დაგირეკეთ – მეთქი, ამ რეალობაში, როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს? თითიდან გამოწოვილი მტკიცებულებებით და არგუმენტებით იბრძვიან“,– განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

მისი თქმით, იოსებ სიგუა მოწმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დროისთვის ელექტრონული სამაჯური აქვს.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო ,,აგარანის მამული” 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე განცხადებას ავრცელებს