17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

სოფიო სიგუა: იოსებ სიგუა სასამართლოში მიჩივის

იოსებ სიგუას მორიგი საჩივარი მომივიდა – 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11-წლიანი პატიმრობით მემუქრება,– ამის შესახებ, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მეუღლე, სოფიო სიგუა საუბრობს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სოფიო სიგუა წერს, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მას იმ ბრალდებით უჩივის, რაც 11-წლიანი პატიმრობას ითვალისწინებს.

„ვისაც გჯერათ მატყუარა სიგუას სპექტაკლების, უკვე მერამდენე საჩივარი შემომიგდო იოსებ სიგუამ, თვლაში ავირიე! კაცს, რომელსაც 4 თვეა შვილები არ უნახავს და ამბობს, რომ მოწმეები არიან ჩემი შვილები და ვერ ვნახავო!!! და ChatGPT გაკეთებული ფოტოებით ატყუებს ხალხს რომ თითქოს ბავშვებთან ერთადაა! დღეს, კიდევ მორიგი საჩივარი მომივიდა იოსებ სიგუასი, რომელიც 3 შვილის დედას სასამართლოში უჩივის და 11 წლიანი პატიმრობით მემუქრება”,- წერს სიგუა.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით
შემდეგი სტატიაპროკურორი: გვაქვს სახეზე მტკიცებულებები, რაც ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა