სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა

ანდორა ლა ველაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეკომიტეტის ვიცე თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს მიმართა და გლობალური გამოწვევის – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს კონტრიბუციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ანტიტერორიზმის ქვეკომიტეტის ვიცე თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, საქართველოს წვლილზე და გლობალურ უსაფრთხოებაში და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის დღის წესრიგზე. ქვეკომიტეტის წევრებმა საერთო გამოწვევებისა და თანამშრომლობის შემდგომ საკითხებზეც ვიმსჯელე ”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე საპარლამენტო დელეგაცია ხმელთაშუა ზღვის ფორუმს და საშემოდგომო სესიის გახსნით ცერემონიალს დაესწრო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე – დაკავებულია აქციის სამი მონაწილე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის შვილის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას სასამართლო პროცესზე ორი გამომძიებელი დაიკითხა