სოფიო ქაცარავა : ველოდებით, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირიდან ადეკვატური რეაგირება იქნება

დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე ადეკვატური შეფასება და რეაგირება იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა.

„დიდი იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური შეფასება და რეაგირება იქნება. მხარესთან კომუნიკაცია გვაქვს. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, კომენტარები გავაკეთეთ და ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსშია. ევროკავრიშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ აყენებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს და ევროკავშირის მხრიდან ადეკვატურ და შესაბამის რეაგირებას ველოდებით“, – აცხადებს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. არჩევნებში “გამარჯვება” მიულოცა, გუშინ კი ზალბერი გალში იმყოფებოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ და აზერბაიჯანმა „ბაქო – ფოთის“ სარკინიგზო ხაზის კომპლექსური მოდერნიზაციის პროექტის გეგმა“ უნდა დადოს პეკინში
შემდეგი სტატიაექსპერტები: ვალერი გელაშვილის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში იყო