სოფიო ქაცარავა: „პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის“

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საერთაშორისო ექსპერტს ჯონათან მერფის შეხვდა, სადაც პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის საკითხები განიხილა, რომლის სამოქმედო გეგმაც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა.

შეხვედრისას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებაზე ისაუბრეს.

„პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დღის წესრიგი და მიმდინარე საქმიანობის დეტალები.

„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები კარგი მმართველობისა და გამჭირვალობის მიმართულებით და აქვს ასევე დიდი პოტენციალი“, – აღნიშნა ჯონათან მერფიმ.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორის სტრატეგიული კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რომელზეც საკანონმდებლო ინიციატივა მომზადების პროცესშია.

„ყურადსაღებია სწორი კომუნიკაცია ვიქონიოთ ჩვენს მოქალაქეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და აღვკვეთოთ პროპაგანდის გავლენები“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პასუხი ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე ჩვენთან ხდება ხოლმე
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება