სოფიო ქაცარავა : მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას დღის ბოლომდე წარუდგენს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ქართული მხარე კიდევ უფრო მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ინფორმაცია მიაწოდოს და ამას მათი მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს.

როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას 33 კაციან სიას დღის ბოლომდე წარუდგენს.

„ამჟამად მნიშვნელოვანია აღსრულების პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სიაზე ადეკვატური რეაგირება იყოს. როგორც იცით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია ახლახანს მიიღო, რითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, იმ პირების წინააღმდეგ ადეკვატური ნაბიჯები გადადგან, რომლებიც სიაში არიან შესულები. მთავრობამ დადგენილებით ის უწყებები განსაზღვრა, რომლებიც აღსრულების პროცესის თაობაზე ინფორმაციას რეგულარულად მოგვაწვდიან”, – განაცხადა ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშიევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა თამარ ხულორდავას თანაავტორობით რეზოლუციის პროექტი მიიღო
შემდეგი სტატია“ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“ – სუბარი