სოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, კომიტეტის წევრებთან ერთად, სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარ თემას სერბეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, საერთო მიზნები და ინტერესები წარმოადგენდა. კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.

სერბეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები. ეს ეხება როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას ასევე, ეკონომიკისა და განათლების მიმართულებას.

შეხვედრაზე, ზარკო ობრადოვიჩმა საქართველოს ევროინტეგრაციული მისწრაფებების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

სოფიო ქაცარავას თქმით, შეხვედრაზე საუბარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

„დავსახეთ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გეგმები. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესახებ. ჩვენს კოლეგებს გავაცანით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ პარლამენტის პოლიტიკა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების საკითხები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების სე3მდეგ სოფიო ქაცარავამ.

სერბეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავა ბელგრადში მიიწვია.

ორი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შეხვედრაში, საქართველოს პარლამენტიდან, სოფიო ქაცარავასთან ერთად, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ირინე ფრუიძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტრენინგი ,, პენიტენციურიდაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის დაზიანების შედეგად გამოწვეულ ზარალს მთლიანად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აანაზღაურებს