სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის მომხსნებლად აირჩიეს, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც სოფიო ქაცარავა, მისი მანდატის ფარგლებში, მოხსენებებს მოამზადებს და ასამბლეას წარუდგენს.

ამ პოზიციის შესაბამისად, სოფიო ქაცარავა, ასამბლეის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში.

საპარლამენტო ასამბლეის ბიუროში ასამბლეის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები და კომიტეტების თანამდებობის პირები შედიან.

სოფიო ქაცარავა: ”ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე არჩევა და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო ასამბლეის საქმიანობაში და ეუთო-ში სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებთან ერთად კოლეგებს გავუზიარო საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, წარმოვაჩინო საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში”.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია მერიას: ჩვენ დავასუფთავებთ მტკვარს
შემდეგი სტატია(video) „ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს