სოფიო ქაცარავა ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საერთაშორისო დღის წესრიგი, წევრი ქვეყნების პოლიტიკური კავშირები და უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხები განიხლებოდა.

„ბიუროს წევრის სტატუსით, პირველად ვმონაწილეობ ეუთო-ს საპარლამნეტო ასამბლეის ბიუროს სხდომის მუშაობაში, სადაც ყურადღება გავამავილე ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში მის როლზე. სხდომაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ოკუირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად აქტიურად უნდა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ავსტრიის პარლამეტის ახლდაარჩეულ თავმჯდომარეს ელიზაბეტ კოსტინგერს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კავშირების უფრო მეტად გამყარებაზე ისაუბრეს.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიდიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, ყველა მსუბუქ ავტომობილს კი – 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შეეხება
შემდეგი სტატიატექდათვალიერების დაწყების ეტაპიდან ავტომანქანებზე საჭის გადატანა აიკრძალება