სოფიო ქაცარავა – ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას.

„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უორდროპის დიალოგის სახით.

მივესალმები გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში, რაც ერთმნიშვნელოვნად გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის და განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების მიმართულებით. გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ რეფორმაში, რომელსაც სქართველო ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით“, – განაცხადა ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ანგელა მერკელის ვიზიტზე – მაღალი დონის ვიზიტები გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და მოხდეს ფასის კონტროლი