სოფიო ქაცარავა: „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ თავისი ბუნებით, უპრეცედენტო საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული აქტს მხარი დაუჭრია“

სოფიო ქაცარავა: „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ თავისი ბუნებით, უპრეცედენტო საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული აქტს მხარი დაუჭრია“

აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სქართველო ამერიკისთვის იმდენად სანდო პარტნიორია, რომ დოკუმენტი გრძელვადიან პერიოდზე არის ორიენტირებული და ასახავს ძალიან კონკრეტულ და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი მიმართულებით, როგორიც არის თავდაცვა, უსაფრთხოება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ გაააქტიუროს თანამშრომლობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ოთარ კახიძის ფეისბუქ სტატუსსაც გამოეხმაურა. „მე წავაწყდი თქვენს ფეისბუქ სტატუსს, სადაც შედარებას აკეთებთ თქვენს კოლეგებსა და ჩემს, თამარ ჩუგოშვილსა და დავით ზალკალიანს შორის. ჩვენი ვიზიტების და თანამშრომლობის შედეგი არის საქართველოს მხარდამჭერი უპრეცენდენტო აქტი. საინტერესოა, თქვენი კოლეგების ვიზიტი რა იქნება. ვფიქრობ ამით, ყველაფერი ნათქვამია“, – მიმართა ოთარ კახიძეს სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადობა საქართველოს აღიქვამს როგორც სანდო პარტნიორს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში განიცდის პროგრესს, ქვეყნის შიგნით, სრულიად უსაფუძვლო და უადგილო კომენტარები ისმის ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა – განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს