სოფიო კილაძე – თანხის სავარაუდო ოდენობა, რომელიც დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაიზოგება, ცნობილია

ცნობილია ის სავარაუდო თანხა, რაც დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაიზოგება, თუმცა ამის შესახებ პარლამენტში ფართო ფორმატში კონკრეტულად განხილვები იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდი მთავრობის ეკონომიკურ მინისტრებთან ერთად სამუშაო სხდომას მართავს.

“არავითარი განსაკუთრებული შეხვედრა არ არის. მიმდინარე სამუშაო საკითხებზეა, განსაკუთრებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კითხავაზე, რა თანხა დაიზოგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შედეგად, კილაძის თქმით, პარლამენტმა ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ.

“ეს არის უბრალოდ მოსამზადებელი შეხვედრა”, – აღნიშნა კილაძემ.

უმრავლესობის სამუშაო სხდომაში, რომელიც „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში მიმდინარეობს, ორი მინისტრი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობენ.
პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები – დიმიტრი ქუმსიშვილი და მამუკა ბახტაძე, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

განხილვის მთავარი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტია. ასევე შეკრებილები, სავარაუდოდ, იმსჯელებენ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზეც.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს