სოფიო კილაძე: მეგონა, ხოშტარია თავის თავს და თავის გუნდს ელაპარაკებოდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ თუ ვინმე უფლებამოსილებას გადაამეტებს, ხელისუფლება მას დასჯის.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კილაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების “ჩადებასა” და ხელისუფლების რეპრესირებულ ტალღაზე ისაუბრა.

„მეგონა, ქალბატონი ელენე თავის თავს და თავის გუნდს ელეპარაკებოდა, როცა ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა, რადგან ჩემთან უამრავი რეპრესირებული ადამიანი მოდის და იმის თაობაზე ჩივიან, რომ წლები გაუსაძლის პატიმრობაში გაატარეს. თუ ვინმე რამეს დააშავებს, ჩვენი გუნდი ვალდებულია, ყველა ადამიანი დაისაჯოს. ზოგიერთი ადამიანი პასუხისმგებლობას რომ გაექცეს, შესაძლოა, არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს. ნარკოტიკებს, თქვენი გუნდი დებდა”, – მიმართა უმცირესობას კილაძემ.

თავის მხრივ, კილაძის განცხადებას უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან შემაშფოთებლია, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს იმაზე, რომ თურმე, პარლამენტმა ძალოვან სტრუქტურებს უპირობო ნდობა უნდა გამოუცხადოს და უწყებას მოუწოდებს, რომ როცა ინფორმაცია „ჩადებების“ შესახებ ვრცელდება, ამას გულგრილად მოეკიდოს.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია უმრავლესობას: პატრულს ისევ მოქალაქეებთან აპირისპირებთ
შემდეგი სტატიაბათუმში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა