სოფიო კილაძე ყოფილი მეუღლისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა

სოფიო კილაძე ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.

დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

“დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა,” – განუცხადა სოფიო კილაძემ “კურიერს.”

banner
წინა სტატიაშიჰუბერტ ქნირში : კარგი იქნებოდა, ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ
შემდეგი სტატიასაზოგადოების მაპროვოცირებელი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” – დაგეგმილ კინოპრემიერას აქციით უპირისპირდებიან