სოფიო კილაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2016 18:12

სოფიო კილაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთანგაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან აღინიშნა, რომ IX მოწვევის პარლამენტი და მთავრობის ახალი შემადგენლობა არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს.

„ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება, ეს შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და მისი წევრი ქვეყნებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და იმ ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება, რომელიც ნამდვილად არის საქართველოში და რომლის თანამონაწილეც ევროკავშირია.

საქართველოში ამ მიმართულებით უამრავი პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დახმარებით. ჩვენი კომიტეტი მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, რათა საქართველოს ევროპული მისწრაფებები კიდევ უფრო განმტკიცდეს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

news
ავტ.: news დეკემბერი 6, 2016 18:12

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics