სოფიო კილაძე : არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნას, მოხდეს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის ჩართვა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

სოფიო კილაძის თქმით, კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში. თუმცა, კილაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიმართულებით გუნდში მსჯელობა დაიწყოს.

„დღეს არსებული მოდელით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ამ საბჭოს შემადგენლობაში. თუმცა არ ვიცი, ალბათ, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ ჯგუფში, თუ აქვს პრეზიდენტს სურვილი და კიდევ დამატებით თუ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციებიდან მიზანშეწონილი იქნება თუ არა ამ მიმართულებით პრეზიდენტის დამატება. მზა პასუხი ნამდვილად არ მაქვს და ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის
შემდეგი სტატიათბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია