10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სოფიო ხორგუანი: “დეჟა ვუ” მაქვს, როგორც  სააკაშვილი კოსტიუმივით ირგებდა კონსტიტუციასა და კანონებს, თქვენც ასე აკეთებთ

„დეჟა ვუ“ მაქვს! – თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ჟამია – როგორც მიხეილ სააკაშვილი კოსტიუმივით ირგებდა კონსტიტუციასა და კანონებს, თქვენც ასე აკეთებთ! ბარემ “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაწერეთ, რომ მხოლოდ იმათ აქვთ არჩევნებზე დამკვირვებლის უფლება, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

ხორგუანის აზრით, აღნიშნული ცვლილებებით “ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ენდობა.

“ამ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ იმდენი შემომწირველი სხედხართ, რომ არ მიკვირს. როგორც ჩანს, არც მაშინ გაწუხებდათ რეჟიმი, რომელიც მაშინ იყო. ამბობთ, რომ ობიექტური სურათისთვის სჯობია, საერთაშორისო დამკვირვებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და არა საქართველოს მოქალაქეები. რატომ ფიქრობთ, რომ გერმანელი, პოლონელი ან ესტონელი დამკვირვებელი უფრო ობიექტური იქნება, ვიდრე ქართველი დამკვირვებელი? ან მათ პოლიტიკურ გემოვნებას რით ადგენთ? – დაჟინებული მზერით?! თან სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ და ამბობთ: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო და პირდაპირ ამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს მოქალაქის ობიექტურობას არ ენდობით“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფარცხალაძე იყო ბანდიტი, თავიდან ბოლომდე დაკავშირებული ლილუაშვილთან – მორგოშია