ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ბიზნესმენი, ევროპარლამენტისა და ეროვნული ასამბლეის ყოფილი წევრი სლავი ბინევი. ბულგარეთის მედიის ცნობით, ინფორმაციას ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც სამინისტრო აცხადებს, მკვლელობის დროს სახლში სამი სტუმარი იმყოფებოდა. მოწმის ინფორმაციით, გასროლის შემდეგ სამივე მათგანი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ეჭვმიტანილები „ტრაიანეს კარიბჭის“ გვირაბთან, ავტომაგისტრალზე ცხელ კვალზე დააკავა — სამივე მათგანი შეიარაღებული იყო.
ბინევი გარდაცვალებამდე ბულგარეთის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტისა და ევროპის ტაეკვონდოს კავშირის ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს იკავებდა.


















