14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სოფელი კურსები მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა

სოფელი კურსები მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა.

tv pirvel-ის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას გეოლოგებმა უთხრეს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ადგილზე არსებული ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს დრამატულად და ჯერ კიდევ დაუხეთქავ მიწას ახალი, უფრო მასშტაბური ნაპრალები გაუჩნდეს.

58 ოჯახი ახლა დახმარების მოლოდინშია. ხალხს სავარაუდოდ ეკო-მიგრანტის სტატუსს მიანიჭებენ, თუმცა დამეწყრილი სოფლის მოსახლეობა ამბობს რომ თანხას, რომელსაც ახალი სახლების შესაძენად აძლევენ არასაკმარისია

banner
წინა სტატიაშიირანში გლობალურ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა 1000 საათს გადასცდა
შემდეგი სტატიაირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს