სოფელი ჭუბერი – ვიდეოები შემთხვევის ადგილიდან

მესაზღვრეების ინფორმაციით, სვანეთში მთა კვლავ ჩამოიშალა და მდინარე “ნენსკრაზე“ ღვარცოფის მატებას ელოდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ ჭუბერის მცხოვრებმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე რთული ვითარებაა და ადგილობრივები დახმარებას ელოდებიან.

“ადგილზე ამ დროისთვის, დაახლოებით 20-მდე მაშველი მუშაობს. ისინი ცდილობენ ადგილობრივები საფრთხისგან დაიცვან“.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

,,თაიმერი” შემთხვევის ამსახველ ვიდეოებს გთავაზობთ:

https://www.youtube.com/watch?v=YuaBZweUbiY&feature=share

https://www.youtube.com/watch?v=bErDVBjtJFk&feature=share

banner
წინა სტატიაშიგლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას მიმართულებით შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს
შემდეგი სტატია“თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი განაშენიანება როგორიც არის სპორტის სასახლის უკან”-კალაძე თბილისის გენგეგმაზე საუბრობს