სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას 55 წლის მძღოლი დაიღუპა. ამ მონაკვეთზე, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით, სამუშაოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” აწარმოებს.

„ეს არის კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი მანქანები, რომელზეც არიან დასაქმებული ადამიანები და რა თქმა უნდა, კომპანიის პასუხისმგებლობაა მანქანების გამართულობაც და გაუმართაობაც,“ – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, პაატა ნინუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა
შემდეგი სტატიაბევრი კითხვა მაქვს ივანიშვილთან, მაგრამ ჩემს გადაცემას ვერ ჩავაგდებ – ინგა გრიგოლიას პასუხი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს