სოფელ ზემო კაჭრეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

სოფელ ზემო კაჭრეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ურთიერთშელაპარაკებისას ნათესავმა, 30 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ყელის და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

“უქეიფიათ, რის შემდეგაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სიძემ, რომელიც როგორც ვიცი მცხეთის რაიონის მცხოვრებია, ცოლის ძმას ურთიერთშელაპარაკებისას დანა ჯერ ყელში გამოუსვა, შემდეგ კი როგორც ოჯახის წევრები ამბობენ მუცლის არეში ჩაარტყა. როგორც გავიგეთ, ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაქცეულა, რის შემდეგაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – აცხადებს სოფელ კაჭრეთის რწმუნებული ნოდარ ლაზაშვილი.

მისივე თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშირომან შენგელია: სამი კითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი
შემდეგი სტატიაკრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა დაკითხვაზეა დაბარებული