სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 14:49

სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია

კახეთში, გურჯაანში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი, დახმარებაზე გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

region
ავტ.: region აგვისტო 20, 2019 14:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics