სოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

დამწვარია 10 ჰა ფართობი. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები

„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.

banner
წინა სტატიაში„შუბლებს დაგიხვრეტთ“ – რა წერია სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილებისადმი გაგზავნილ მუქარის შეტყობინებებში
შემდეგი სტატიააქტივისტებმა იური მეჩითოვის ბინის კარი ააჭრელეს