სოფელ ზეღდულეთში აქციის მონაწილეებისგან გორის მერიამ ვითარებაში გასარკვევად ათდღიანი ვადა ითხოვა, რის საფუძველზეც ადგილობრივებმა პროტესტი შეწყვიტეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. შეხვედრისას შიოშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მერია ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიან ვადას ითხოვს, რის საფუძველზეც მოსახლეობამ პროტესტი შეწყვიტა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ მიწების გასხვისება დღეს დილით გააპროტესტა და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნება მოითხოვა. ადგილობრივებმა მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მივიდა
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი: სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ