14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ხუთი ბავშვია, ერთი კი მოსწავლის მშობელი. მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ.

ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6936 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: „ლელო“ როგორც მინიმუმ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით უკეთეს ფორმაშია