ხანძარს 40 წლის ქალი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ქალბატონს შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონოდა.შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქალი ლოგინად იყო ჩავარდნილი და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა-ინფორმაციას TV ქვემო ქართლი ავრცელებს.
„ეტყობა ნორმალურ ჭკუაზეც არ იყო, ასანთი უნდა აენთო და კისერზე დავარდნია, რის შემდეგაც მოჰკიდებია ცეცხლი. ბავშვი რომ დავაძინე, სუნი მეცა, ავედი და ვნახე ამ მდგომარეობაში“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.