სოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლს, რომელშიც ერთი ადამიანი ცხოვრობდა, ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთელ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გურჯაანისა და თელავის ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული ელექტრო გაყვანილობა გახდა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი: ქართველები შეშფოთებული არიან საკუთარი მთავრობით
შემდეგი სტატიაკენეტ იალოვიცი: ვითარება გამოიყურება, როგორც დღემდე არსებული პროგრესიდან უკან დახევა