სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის. ცეცხლი თითქმის 12 ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე მაშველი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, , საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წევრები. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ავტობუსის მძღოლები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაც, ვის პატიმრობასთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები