20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე გურჯაანის კლინიკაში რჩებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი ამ დრომდე გურჯაანის კლინიკაში რჩებიან.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას პირველ ეტაპზე სპლენექტომია ჩაუტარდა, თუმცა აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც და მეორე ოპერაციაც ესაჭიროება.

ასევე, ექიმების ინფორმაციით, რთული მოტეხილობები აქვს კიდევ ერთ ახალგაზრდას და ოჯახის წევრები მის თბილისში გადაყვანას გეგმავენ. დანარჩენი ორს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის თელავის რაიონული საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარია გუშინ საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მოხდა. სოფელ ახაშენის სკოლის „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მანქანაში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „ოპოზიციურ ალიანსს“ წერილს უგზავნის
შემდეგი სტატიასაჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებების მონიტორინგი და რეაგირება, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა