სოფელ ურთაში ​მონადირეებმა მგელი მოკლეს

რამდენიმე წუთის წინ,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის წარმომადგენლებმა მგელი მოკლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მგელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა და მათ ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ლიცენზიის გაცემა სთხოვეს.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით ექვსი ლიცენზია გასცა.

მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის წარმომადგენლებს ურთაში კიდევ ოთხი, ხოლო ცაიშში ერთი მგლის მოკვლის უფლება აქვთ.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა
შემდეგი სტატიამამუკა გამყრელიძე:”გაუყიდავი” პოლიტიკოსებიდან გვყავს ორი, ვანო და ბაჩო