სოფელ თამარისში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა

ბოლნისის რაიონის სოფელ თამარისში, 1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა 24 წლის მეუღლე დანით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მკვლელობის მიზეზი მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, რომელიც მამაკაცმა ცოლის ტელეფონში ნახა.

ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასაქართველომ პირწმინდად მოუგო რუსეთს არაღიარების პოლიტიკა – პრეზიდენტი