სოფელ ტალერის მკვიდრ 31 წლის პოლიციელს  კორონავირუსი დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ტალერის მკვიდრ 31 წლის პოლიციელს  კორონავირუსი დაუდასტურდა-ამის შესახებ მარტვილის ჯანდაცვის ცენტრის დაავადებათა კონტროლის განყოფილებაში აცხადებენ.

მათი თქმით,მამაკაცის ინფიცირების წყარო ბათუმია და იგი დღეგამოშვებით დადიოდა მარტვილის მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის მოძიებულია მისი შვიდი კონტაქტი.

კოვიდინფიცირებული მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გაივლის.

ავტორი : აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ერთპარტიული მმართველობა არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა
შემდეგი სტატიაჯანმო-ს ხელმძღვანელი : სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს