სოფელ სვირში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან ჩართულნი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ.

უწყების ცნობით, სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

რაც შეეხება ხანძრის გავრცელების არეალს, ამ დროისათვის უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა ტერიტორიაზეა გავრცელებული ხანძარი.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა მზად იქნება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება