სოფელ სუფსაში საბავშვო ბაღის სახურავი ჩამოინგრა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში საბავშვო ბაღის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები.

სახურავი თოვლის გამო გვიან ღამით დაზიანდა, მაშინ როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. სწავლა საბავშვო ბაღებში ხვალიდან უნდა განახლდეს, თუმცა სოფელ სუფსის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის და მიიღებენ გადაწყვეტილებას სახურავის აღდგენის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს