სოფელ შილდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღელაღუტაშვილების საცხოვრებელი სახლის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა განუცხადა.

ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის მეორე სართული და დამხმარე ნაგებობის ნაწილი. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის, ყვარლის და გურჯაანის ხუთი სახანძრო – სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო – პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ, წინასაარჩევნო პროცესი ​მშვიდობით წარმართონ
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად საბანაძემ და მისმა 5-მა მხარდამჭერმა პარტია დატოვეს