სოფელ შემოქმედის მარკეტში ხელყუმბარა შეაგდეს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში მდებარე მარკეტთან პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მარკეტი მთლიანად არის დაზიანებული. შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
შსს-ში ამ დროისათვის მარკეტში ხელყუმბარის აფეთქების ფაქტს არ ადასტურებენ. როგორც “პირველ რადიოს” უწყებაში განუცხადეს, მომდხარს გამოძიება დაადგენს, რომელიც სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

ფოტო “გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – არ ვადასტურებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ჩემთან კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილის ძმა თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს