სოფელ შამგონის ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროები ახალ საგუშაგოს ხსნიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის მოპირდაპირე მხარეს რუსი სამხედროები ახალი საგუშაგოს გახსნას აპირებენ.

“5 დღეა, რაც მუშაობს ტექნიკა. შეიმჩნევა რუსი სამხედროების გადაადგილება, რაც ბლოკ-პოსტის და გზის გაყვანას ემსახურება. ეს კი ჩვენი აზრით უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის სრულ გაკონტროლებას”, – განაცხადა სოფელ შამგონას მკვიდრმა ლაშა ბეჭვაიამ. არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადაადგილებასთან დაკავშირებით სუსში განაცხადეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: 79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რვა პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა კორონავირუსი