სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სართიჭალაში, ყოფილი სამხედრო ქალაქის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხარების დღესასწაული მიულოცა და სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.

ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია ,,გაგრა+“-სა და ,,ბარამბო”-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატია8 აპრილს თბილისის 100-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება