სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ორი ვერტმფრენი ჩაერთო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი სრული ჩაქრობა უკვე მესამე დღეა, ვერ ხერხდება.

დღეს დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი კვლავ ჩაერთო. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებიც.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ამოქმედებულია საველე შტაბი.

ხანძარი სოფელ საყავრესთან ბალახს და ტყის საფარს ორი დღის წინ მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 ჰექტარზე მეტი ფართობი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს