სოფელ საჩინოში ტრაქტორი ამობრუნდა, რასაც შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ტრაქტორი ამობრუნდა, რასაც შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე არიან დაშავებულებიც

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაქტორზე 6 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც თხილის შესაგროვებლად მიდიოდნენ. ექვსი ადამიანიდან 2 საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი დანარჩენს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისენაკში, მდინარე ტეხურაში 34 წლის მამაკაცი დაიხრჩო
შემდეგი სტატიააქ, ახლა – ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე